• თქვენ შემოხვედით ჩვენს საიტზე - შესანიშნავია! გავიცნოთ ერთმანეთი?

    "პეტერბურგის ავეჯი" - საქართველოში ცნობილი ავეჯის ბრენდია. პირველად ავეჯის სალონი გაიხსნა 2000 წელს მისამართზე: ქ.თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი, 64ა. მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 2016 წლის 01 სექტემბრიდან, შესვენების შემდეგ, სალონმა "პეტერბურგის ავეჯი" განაახლა თავისი მუშაობა.
    ავეჯის სალონის ორ სართულზე წარმოდგენილია ავეჯის პროდუქციის დიდი ასორტიმენტი: ტანსაცმლის კარადები, წიგნის კარადები, ტუმბოები, კომოდები, ჭურჭლის ვიტრინები, დივანები, სავარძლები, მაგიდები, სკამები, ბანკეტკები. თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ თქვენი ბინის ნებისმიერი ზონა. ავეჯის კოლექციები "სანდრა", "ტოლედო", "ევა", "ფლორა", "ოლივია" გამოირჩევა უნაკლო დიზაინით, გაფორმების სილამაზით და ხარისხით.

  • რატომ უნდა ეწვიოთ აუცილებლად ჩვენს საიტს?

    რა თქმა უნდა ჩვენს საიტზე თქვენ იპოვით ჩვენი ავეჯის სურათებს და ამავე დროს, დაგვიჯერეთ ჩვენ, სპეციალისტებს - რაც არ უნდა პროფესიონალური სურათები იყოს განთავსებული ჩვენს ინტერნეტ-კატალოგში, თქვენ მაინც ვერ მიიღებთ სრულ წარმოდგენას თქვენს მიერ მოწონებული პროდუქციის ხარისხისა და შესახედაობის შესახებ. ამიტომ გეპატიჟებით ჩვენს სალონში!

  • გაინტერესებთ თუ სად ხდება ჩვენი ავეჯის წარმოება?

    სალონში წარმოდგენილი პროდუქციის წარმოება ხდება რუსეთის უმსხვილეს პეტერბურგის საავეჯო საწარმოში "სევზაპმებელი", რომელსაც გააჩნია უნიკალური ტექნოლოგიები და თანამშრომლობს ევროპის წამყვან არქიტექტორებთან და დიზაინერებთან.

    საწარმოს აქვს მინიჭებული ხარისხის სერტიფიკატი ISO 9001-2008, აქვს ლიცენზიები და პატენტები ავეჯის ინდუსტრიაში.

  • გაინტერეებთ რა მასალისგან არის დამზადებული ჩვენი ავეჯი?

    ავეჯის კონსტრუქციული ელემენტები დამზადებულია მდფ-ისგან, რომელიც წარმოადგენს ნატურალური ხის შემცვლელს, ეკოლოგიურად უსაფრთხო და წყალმედეგია. დეკორატიული ელემენტების - კარნიზების, პილასტრების, თაღების, მეანდრების, როზეტების დამზადებაში გამოიყენება ნატურალური მასალები: შპონი და ხის მასივი. დეკორატიული სამუშაოებისათვის გამოიყენება ევროპული მწარმოებლების მოსაპირკეტებელი და საღებავი მასალები: "Impress", "Alpi", "Milezi", "Votteler", "Akzonobel". წამყვანი მსოფლიო მწარმოებლების შიდა და გარე ფურნიტურა: "Hettix", "Hafele", "Blum".

  • თქვენ გაინტერესებთ გარანტიები, სერტიფიკატები, ექსპლუატაციის ვადები?

    კორპუსული ავეჯის ექსპლუატაციის ვადა, ექსპლუატაციის წესების დაცვის შემთხვევაში, შეადგენს 15 წელიწადს. მთელი პროდუქცია სერტიფიცირებულია და გავლილი აქვს ყველა აუცილებელი გამოცდა.

  • გაინტერესებთ რითი განსხვავდება ჩვენი ავეჯი სხვა მწარმოებლების ავეჯისაგან?

    პროდუქციაში გამოიყენება ავეჯის გაფორმების რთული ტექნოლოგიები: ტონირება, ხელოვნური დაძველება, გაპრიალება, პატინირება, სხვადასხვა შეფერილობის ერთფენიანი ან ორფენიანი მინანქარი, ხის მოზაიკა, მოოქროება. გაფორმება ხარისხობრივად ცვლის ავეჯის შესახედაობას, ანიჭებს მას დამატებით მდგრადობას.

    მთელ მოსამზადებელ საწარმოო პროცესს - დეტალების გამოჭრას, მათ მოპირკეთებას, გახვრეტას - უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის მოწყობილობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ავეჯი არის იდეალურად აწყობილი და დამონტაჯებული.

    საწარმოს თავის ტექნოლოგიურ ჯაჭვში გააჩნია თანამედროვე შესაფუთი მოწყობილობა. შეფუთვა შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. რაც ნიშნავს, რომ დაზიანება მიწოდების დროს გამორიცხულია - რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი მყიდველისათვის.