დებორა

ავეჯის მწარმოებელი ქარხანა „სტელა“.

მისი ძირითადი პრინციპია: ხარისხი, საიმედოობა და კომფორტი. წარმოებაში გამოყენებული თანამედროვე ტექნოლოგიები და მარალხარისხოვანი დანადგარები საშუალებას იძლევა დამზადდეს შესაბამისი ხარისხის ავეჯი. ავეჯი შეღებილია მაღალხარისხოვანი, თერმომდგრადი, წყალგაუმტარი ლაქით და იტალიური წარმოების საღებავებით.

აღსანიშნავია სკამებზე გადაკრული სხვადასხვა კატეგორიის, მაღალი ხარისხის, ცვეთგამძლე ქსოვილები. (მომწოდებელი ქვეყნები: რუსეთი, იტალია, ესპანეთი, ფინეთი, პოლონეთი, თურქეთი)

მასალები: კარკასები და ძირითადი შემადგენელი ელემენტები დამზადებულია მასიური ხისგან (წიფელი), ცალკეული დეკორატიული ორნამენტები (რაც მონაწილეობს მაგიდა სკამების გაფორმებაში ) შესრულებულია ხელით, გამოყენებულია ხელოვნური დაძველების ტექნიკა, რაც ავეჯს დამატებით სილამაზეს და მდიდრულ იერს სძენს.