ეკო ტყავი

გადასაკრავი მასალა ეკო-ტყავი შეუდარებელია! 

 

თავისი ფაქტურით ნატურალური ტყავის იდენტურია როგორც ხარისხით, ასევე გამძლეობით. მასალას გააჩნია ორთქლის მაღალი გამტარობის უნარი, სასიამოვნოა სხეულისათვის, მდგრადია ცვეთის მიმართ, ეკოლოგიურია, არატოქსიკური და არ შეიცავს ალერგენებს.

 

ეკო-ტყავის თხელი ფაქტურა და გამძლეობა იდეალურად შეესაბამება რბილი ავეჯის გადასაკრავი მასალის მიმართ დადგენილ მოთხოვნებს.

 

მოვლა: ეკო-ტყავის გასუფთავება შესაძლებელია ჩვეულებრივი საპნის ხსნარით და რბილი ქსოვილით. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იქნეს გამოყენებული მათეთრებელი ნივთიერებები. ავეჯი უნდა განთავსდეს სითბოს წყაროებისაგან და ნებისმიერი გამათბობლებისაგან მინიმუმ 30 სმ მანძილზე. პირდაპირი მზის სხივები იწვევენ ხელოვნური ტყავის მიმზიდველობის დაკარგვას - დაიცავით ინტერიერის საგნები ასეთი ნეგატიური ზემოქმედებისაგან. სტანდარტული დასუფთავების დასრულების შემდეგ ზედაპირი უნდა გაიწმინდოს სილიკონით - ეს მიანიჭებს ხელოვნურ ტყავს ბზინვარებას.