ჟაკარდი

ჟაკარდის ქსოვილი რელიეფური ტექსტურით და ჩუქურთმებით, საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა და ბოლო წლებში მისი პოპულარობა უფრო და უფრო იზრდება. ჟაკარდის ორიგინალობა მიიღწევა დაწვნის საკმაოდ რთული მეთოდის მეშვეობით. სწორედ ძაფების განსხვავებული ნაქსოვის გამო, შესაძლებელია დიზაინერების მიერ ჩაფიქრებული ნახატის ზუსტი აღდგენა. ჟაკარდი იქსოვება ფერადი ძაფებისაგან, ნაქარგის მკაფიოდ გამოხატულ კონტურებს ეხამება ფერთა პალიტრის ლამაზი გადასვლები. დივნები ესეთი "ჩაცმულობით" გამოიყურება ნამდვილად თანამედროვედ და ელეგანტურად. ამ სახეობის ყველა ქსოვილი არის გამძლე, მოსავლელად ადვილი და კარგად ინარჩუნებს ფერს. ჟაკარდი დამუშავებულია სითხეებით, რის გამოც იგი ხდება წყალ და მტვერგაუმტარი.

მოვლააუცილებელია გადაკრული ქსოვილის ყოველდღიური მშრალი გაწმენდა, ლაქების ამოყვანა ხდება ჩვეულებრივი თბილი წყლით, გასუფთავების პროცესში შესაძლებელა რბილი ჯაგრისის გამოყენება. გასუფთავების დროს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ცხელი წყლის გამოყენება - მაქსიმალური ტემპერატურა შეადგენს 40 გრადუსს.