ნატურალური ტყავი

ყველა დროში, ნატურალური ტყავით გადაკრული რბილი ავეჯი იყო ელიტარობისა და პრესტიჟის მაჩვენებელი!

საექსპლუატაციო თვისებებით მას ვერ შეედრება ვერცერთი ქსოვილიმაღალი ხარისხის ნატურალური ტყავი ჯდება აკურატული ნაკეცებით, ლამაზად ბზინავს, ხაზს უსვავს ფორმების დახვეწილობას, გააჩნია სასიამოვნო სუნი. იგი საკმაოდ ელასტიურია, სასიამოვნოა შეხებისას და გიზიდავთ, რათა დასხდეთ და დაისვენოთ მდიდრულ ატმოსფეროში. გარდა ამისა, მას გააჩნია ერთი გასაკვირი თვისება: ზაფხულში გრილია, ხოლო ზამთარში კი - თბილი. 

სწორი მოვლის შემთხვევაში, ათწლეულების განმავლობაში შეინარჩუნებს თავის სრულყოფილ იერს.

მოვლაპირდაპირი მზის სხივები და ხელოვნური განათების აგრესიული სინათლე ზიანს აყენებს ნატურალურ ტყავს. პერიოდულად ნატურალური ტყავის ცხიმოვანი სითხე შრება, რაც იწვევს გადასაკრავი მასალის ზედა ფენის დაბზარვას. შესაძლებელია ყოველივე ამის თავიდან აცილება, თუ წელიწადში 1-2 ჯერ ნატურალური ტყავის რბილი ავეჯი დამუშავდება სპეციალური ღრუბელით, რომელიც გაჟღენთილია სტეარინის საცხით.