შენილი

შენილი- ძალიან გამძლე გადასაკრავი მასალაა.

 

ქსოვილის საიმედოობა და გამძლეობა განპირობებულია მასში წარმოების დროს დამატებული სინთეზური ბოჭკოებით. თუმცა, უპირატესობა შემადგენლობაში ენიჭება ნატურალურ ნედლეულს, ასე რომ ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ შენილის მაღალი ეკოლოგიურობის შესახებ. ამ თვისების გამო, მას ხშირად ადარებენ გობელენს. მაშასადამე, შენილის შემადგენლობაში ნატურალური და სინთეზური ბოჭკოების ერთობლიობა, განაპირობებს იმას, რომ შენილი წარმოადგენს გამძლე მასალას, და ამავე დროს ინარჩუნებს თავის ბუნებრივ თვისებებს. ექსპლუატაციის ხანგრძლივი ვადის, მიმზიდველი იერ-სახის და ჰიგიენურობის მაღალი დონის გამო, შენილი აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მასალა. 

 

მოვლა: გადასაკრავი ქსოვილის ამ სახეობიდან თითქმის ყველა ლაქის ამოყვანა შესაძლებელია ჩვეულებრივი საპნის ხსნარით. შენილი რეგულარულად უნდა გაიწმინდოს მტვერსასრუტის მეშვეობით, ამისათვის დასაშვებია პერქლორეთილენის საფუძველზე დამზადებული სპეციფიური პრეპარატების გამოყენებაც კი. შენილის ქსოვილით გადაკრული ინტერიერის საგნები არ უნდა განთავსდეს 40 სმ -ზე ახლოს სითბოს წყაროსთან მიმართებაში. მოერიდეთ მზის პირდაპირი სხივების მოხვედრას.