ავეჯის კონსტრუქციული ელემენტები დამზადებულია მდფ-ისგან, რომელიც წარმოადგენს ნატურალური ხის შემცვლელს, ეკოლოგიურად უსაფრთხო და წყალმედეგია. დეკორატიული ელემენტების - კარნიზების, პილასტრების, თაღების, მეანდრების, როზეტების დამზადებაში გამოიყენება ნატურალური მასალები: შპონი და ხის მასივი. დეკორატიული სამუშაოებისათვის გამოიყენება ევროპული მწარმოებლების მოსაპირკეტებელი და საღებავი მასალები: "Impress", "Alpi", "Milezi", "Votteler", "Akzonobel". წამყვანი მსოფლიო მწარმოებლების შიდა და გარე ფურნიტურა: "Hettix", "Hafele", "Blum". გაფორმება - ავეჯის წარმოების ყველაზე ფაქიზი, ყველაზე რთული და ყველაზე მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც მოითხოვს ხარისხიანი მასალების გამოყენებას, სპეციალური მოწყობილობის და მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტების არსებობას. 

პროდუქციაში გამოიყენება ავეჯის გაფორმების რთული ტექნოლოგიები: ტონირება, ხელოვნური დაძველება, გაპრიალება, პატინირება, სხვადასხვა შეფერილობის ერთფენიანი ან ორფენიანი მინანქარი, ხის მოზაიკა, მოოქროება. გაფორმება ხარისხობრივად ცვლის ავეჯის შესახედაობას, ანიჭებს მას დამატებით მდგრადობას. 

მთელ მოსამზადებელ საწარმოო პროცესს - დეტალების გამოჭრას, მათ მოპირკეთებას, გახვრეტას - უზრუნველყოფს მაღალი სიზუსტის მოწყობილობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ავეჯი არის იდეალურად აწყობილი და დამონტაჯებული. 

საწარმოს თავის ტექნოლოგიურ ჯაჭვში გააჩნია თანამედროვე შესაფუთი მოწყობილობა. შეფუთვა შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. რაც ნიშნავს, რომ დაზიანება მიწოდების დროს გამორიცხულია - რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენი მყიდველისათვის.